ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სპორტი ბარიერების გარეშე“ - ფინალური შეხვედრები

27 May, 2019

 პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში, რეგიონის პირველობისათვის ექვს სახეობაში: სპრინტში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ახალცხიხის მუნიციპალიტეტიდან  მანავში „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზურები მოიპოვეს: მაგიდის ჩოგბურთში მარი ზაზაძემ ხეოთის საჯარო სკოლიდან, სპრინტში რეზო ოთანაძემ წნისის სკოლიდან და სუსანნა ამბარცუმიანმა ახალციხის №3 სკოლიდან, მინიფეხბურთში ახალციხის №5 საჯარო სკოლის  გოგონებისა და ვაჟების გუნდებმა, ფრენბურთში პატარა პამაჯის საჯარო სკოლის გოგონების გუნდმა და კალათბურთში №5 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა. გამარჯვებულებს საგზურებთან ერთად თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს!

პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

გააზიარე