ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე

16 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხეში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული ფერმერი ქალები ესწრებოდნენ.

მოწვეულ ქალბატონებს ეს დღე საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს საქმიანობაში და მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას აგროპორტალ www.kalo.ge-ს წარმომადგენელი ზურაბ მაღრაძეც ესწრებოდა, რომელმაც ფერმერ ქალებს სს „კრედო ბანკის“ შეღავათიანი აგროკრედით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც კომპანია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად ადგილობრივი მეურნეების, მათ შორის ფერმერი ქალბატონებისათვის აგროდაფინანსების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებითა და ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების მხარდაჭერით მოეწყო. მისი მიზანია - მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალების და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

გააზიარე