ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ წინუბანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა გაიხსნა

26 თებერვალი, 2020

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა  ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სოფელ წინუბანში  სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალური წყალსადენი  გახსნეს.

პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის  სათავე ნაგებობა, მაგისტრალური წყალსადენი, სალექარი, გამწმენდი ნაგებობები და საქლორატორო. ამ დროისთვის, სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის და  ზიკილიის მაცხოვრებლები ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობენ. სოფელ მუგარეთისათვის, კი მაგისტრალური წყალსადენი ნაწილობრივ მოწყობილია, იგეგმება მეორე ეტაპი, რომლის განხორციელების შემდეგაც სრულად აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა.

სამშენებლო სამუშაოები 2018-2019 წლებში განხორციელდა, პროექტს  სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 894 895  ლარი მოხმარდა.

გააზიარე