ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

ახალი საჯარო სკოლის შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საკლასო, სამასწავლებლო და დირექციის ოთახები, კლასლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, სანიტარული კვანძი, ფოიე გარდერობითა და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობაც.

სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გააზიარე