ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა

9 May, 2020

სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა, სადაც 1746 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გააზიარე