ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

23 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დეტალურად გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედ პროგრამებში შესულ ცვლილებებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერ პროგრამებს. გარდა ამისა, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ პროექტებზე. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და თავიანთი წინადადებები და ინიციატივები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. 

გააზიარე