ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა მოსახლეობასთან

12 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა  წინუბანში, აბათხევში, ჯულღაში, წყალთბილასა და  ნაოხრებში. შეხვედრებს  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები  რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს დეპუტატი და მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე