ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან

18 May, 2022

ხალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა და სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მისიას უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე GIZ-ის ახალი ურბანული განვითარების პროგრამაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ქალაქ ახალციხეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. მათ შორის, დაათვალიერეს რუსთაველის ქუჩა №124-ის ტერიტორია, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საგრანტო პროგრამით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ასევე, სპორტული კომპლექსისა და ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ GIZ-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩა №124-ში, ყოფილი სასაზღვრო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული შენობების დემონტაჟი განხორციელდა და მოეწყო დეკორატიული ღობე.

დღესვე სტუმრებმა დაათვალიერეს ახალციხის ციხეც და ტერიტორიაზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

+6

 

გააზიარე