ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა წარმატებულ მოსწავლეებთან

19 ნოემბერი, 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება 60 მოსწავლეს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.

 შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია.

გააზიარე