ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით

3 დეკემბერი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი  „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU)“ წარმომადგენლებს    შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა გიგა გლუნჩაძემ  და ანზორ მეგრელიშვილმა  გაერთიანების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და შემდეგი წლის განმავლობაში დაგეგმილი  პროექტების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი ლაზარაშვილმა  კი აქცენტი ახალგაზრდების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე გააკეთა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, კულტურის სამსახური ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და პროგრამის მონაწილე ახალციხელი ახალგაზრდები.

გააზიარე