ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეხვედრა ადგილობრივ ვეტერანებთან

17 ივლისი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდნენ.

შეხვედრა რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, სადაც კობა კობალაძემ ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ვეტერანებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. 

გააზიარე