ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ წლის რეგიონული თამაშები იწყება

28 თებერვალი, 2020

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ წლის რეგიონული თამაშები იწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ბეროშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და სპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის რეგიონული თამაშების მონაწილე ახალციხის გუნდებს სათამაშო ფორმები გადასცეს.

ღონისძიებას საჯარო სკოლების დირექტორები, სპორტის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

რეგიონული თამაშები 2020, ახალციხეში 1 მარტს მაგიდის ჩოგბურთით გაიხსნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს თამაშებში მონაწილე სკოლებს!

 

გააზიარე