ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

2 თებერვალი, 2021

2020 წელს,  საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 16  საჯარო სკოლაში 19 სარეაბილიტაციო  პროექტი განხორციელდა.

სამუშაოები ითვალისწინებდა სველი წერტილების, შენობის სახურავის, ცენტრალური გათბობის სისტემის, საქვაბის, სპორტული დარბაზის, გარე პანდუსისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები  პანდემიის პირობებში, შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

გააზიარე