ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

17 თებერვალი, 2021

17 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ პროგრამის სრულფასოვნად გავრცელების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ზაზა მელიქიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროგრამა დეტალურად გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისაკენ მოუწოდა.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები, რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ საერთო კრებებზე და მიმდინარე სამუშაოებზე

გააზიარე