ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სამცხისა“ და „სულორის“ დაპირისპირება ანგარიშით 3:2 დასრულდა

23 მარტი, 2021

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს ახალციხის „სამცხე“ და მე-4-ე ლიგაში მყოფი ვანის “სულორი” დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული მატჩი „სამცხის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ გამარჯვებას და მომავალ შეხვედრებშიც წარმატებებს უსურვებს.

გააზიარე