ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"საქართველოს თასი 2019"- პირველი ადგილი ახალციხის გუნდმა მოიპოვა

27 May, 2019

 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამოყვარულო ფეხბურთში "საქართველოს თასი 2019"-ის ჩემპიონატის მუნიციპალური თამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.

 ერთმანეთს  პირველი ადგილისთვის დაუპირისპირდნენ:

➡ მუგარეთის “მერცხალი“ და „ახალციხის მესხეთი“

მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე მუგარეთის “მერცხალი“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი აწყურის გუნდმა დაიკავა. ახალციხის გუნდი რეგიონის პირველობისათვის იბრძოლებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალციხის მესხეთს“ ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

გააზიარე