ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

11 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, "ჰორიზონტი ევროპის" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ინასარიძემ და ოფისის თანამშრომლებმა, დამსწრეებს ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ,,ჰორიზონტი ევროპას“ კონკურსებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის პროექტის NETZEROCITIES მიერ გამოცხადებულ კონკურსს, ქალაქების დაძმობილების პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომლის მთავარი მიზანი კლიმატ-ნეიტრალურობისკენ ერთობლივი ძალისხმევების ინიცირებაა.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ქალაქები დაკავშირდებიან საერთო პარამეტრებისა და გამოწვევების მქონე საპილოტე ქალაქებთან.

დაძმობილებული ქალაქები 20 თვის განმავლობაში ერთობლივად ჩაერთვებიან საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება კლიმატ-ნეიტრალურობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ინოვაციური აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცვლა.

„ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია, ჩვენი ქვეყნის ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში აპლიკანტთა მონაწილეობის გაზრდა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

+2

 

გააზიარე