ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საერთო კრებების ჩატარება აქტიურად მიმდინარეობს

29 იანვარი, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად, სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.

საერთო კრებები გურკელში, წინუბანში, აგარაში, საყუნეთში და ზიკილიაში გაიმართა.

სოფელ საყუნეთის საერთო კრებას მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე დაესწრნენ და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეირჩა:

▫სოფელი გურკელი - გარე განათების მოწყობა;

▫სოფელი წინუბანი -გარე განათების მოწყობა;

▫სოფელი აგარა- სასმელი წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

▫სოფელი საყუნეთი- გარე განათების გაგრძელება და ცენტრალურ ქუჩაზე მილხიდის მოწყობა;

▫სოფელი ზიკილია - სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე