ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

16 სექტემბერი, 2020

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში ხალხმრავალი ადგილებისა და ღია სივრცეების დეზინფექცია მიმდინარეობს.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ახალციხის ცენტრალური პარკისა და ქალაქში არსებული სკვერების ტერიტორიები, საბავშვო გასართობი და სავარჯიშო მოედნები.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ტარდება.

პროცესს კოორდინაციას და მონიტორინგს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები უწევენ.

გააზიარე