ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჩვენებელი ვარჯიშები კალათბურთში

14 აპრილი, 2021

რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საჩვენებელი ვარჯიშები გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, ახალციხის სასპორტო სკოლასთან არსებულ კალათბურთის წრის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ რჩევები საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისგან მიეღოთ.

მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე.

საჩვენებელი თამაშების შემდეგ, მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები, სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები, გუნდებს კი ფორმები, ბურთები, სავარჯიშო სათვალეები, კალათბურთის ფარები, ხოლო მწვრთნელებს სიგელები და სახელმძღვანელოები გადასცეს.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგორ ტაბატაძე, სპორტული განყოფილების თანამშრომლები და სასპორტო სკოლასთან არსებული კალათბურთის წრის მწვრთნელები ესწრებოდნენ. 

გააზიარე