ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებში გასართობი მოედნები მოეწყო

17 მარტი, 2021

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში გასართობი მოედნები მოეწყო.

ატრაქციონები სოფელ მუსხის, წნისისა და ახალციხის №3 ბაღებში დამონტაჟდა. გარდა ამისა, გასართობი მოედანი მოეწყო სოფელ აბათხევშიც.

სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე -ჯავახეთის განვითარების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.

გააზიარე