ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს გამოკვლევები უტარდებათ

16 მარტი, 2021

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების მასწავლებლებსა და დასაქმებულ პერსონალს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

ტესტირების მიზანია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა შეუფერხებელად გააგრძელონ ფუნქციონირება და დაცული იყოს, როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, უკვე მეორედ განხორციელდა.

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პერსონალს გამოკვლევები უტარდებათ C ჰეპატიტზეც.

პროცესს კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები უწევენ.

გააზიარე