ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

1 მარტი, 2021

დღეს, 1 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საბავშვო ბაგა-ბაღები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. ბაგა-ბაღებში მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსზარდელები დროებით განთავსდებიან. აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

გარდა ამისა, როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.

აღსაზრდელთა მიღების პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნო.

დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვის მიზნით, დაწესებულების მხრიდან განხორციელდება მონიტორინგი, რათა საბავშვო ბაგა-ბაღებმა შეუფერხებელად შეძლონ ფუნქციონირება. 

გააზიარე