ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაენის დღე აღინიშნა

14 აპრილი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაენის დღე აღინიშნა.

დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დღე, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.

ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში, გამართულ ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი დაესწრნენ.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა სტუმრების წინაშე ქართული ანბანისა და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნა წარმოადგინეს. 

გააზიარე