ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩა №124-ში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია

5 აგვისტო, 2021

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება შენობას, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზები და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

გააზიარე