ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩა №124-ში , საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

16 აგვისტო, 2021

ქალაქ ახალციხეში,  რუსთაველის ქუჩა  №124-ში , 180 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობა. პროექტი 2 661 158 ლარით ფინანსდება.

საბავშვო ბაღთან ერთად დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა  და სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გააზიარე