ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში სამცხე-ჯავახეთის პირველობა „ახალციხის მესხეთმა“ მოიპოვა

19 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვეს.

სამცხე-ჯავახეთის პირველობა „ახალციხის მესხეთმა“ მოიპოვა. გუნდის წევრებს გამარჯვება ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მედლები და გარდამავალი თასი გადასცეს და ზონალურ თამაშებში წარმატებები უსურვეს.

„ახალციხის მესხეთი“ საქართველოს მასშტაბით 400 გუნდიდან 32 საუკეთესო გუნდში მოხვდა და 10 ნოემბრიდან ასპარეზობას ზონალურ თამაშებში გააგრძელებს.

გააზიარე