ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ონლაინ შეხვედრა პროექტის EU4Culture ფარგლებში

24 აგვისტო, 2021

პროექტის EU4Culture ფარგლებში, კულტურის სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის მხარდასაჭერად გამოცხადებული საგრანტო პროგრამის მორიგი ეტაპის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ახალციხე ერთ-ერთია, საქართველოს იმ 5 ქალაქს შორის, რომლებიც პროექტის, EU4Culture-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილმა კონცეფციამ კონკურსში მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი EU4Culture, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყნაში - აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთისა და უკრაინაში ხორციელდება.

საგრანტო პროგრამის მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის გზად კი კულტურის განვითარების ისეთი სტრატეგიების შემუშავებაა დასახული, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა, ასევე მულტიკულტურული და მულტი ეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება. 

გააზიარე