ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№2 საბავშვო ბაგა-ბაღის საშემოდგომო აქტივობა

2 ნოემბერი, 2018

№2 საბავშვო ბაგა-ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო.

ბაღის ეზოში მოწყობილი იყო საშემოდგომო კუთხეები, სადაც მოსავალი ჰქონდათ გამოფენილი. პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს, ყურძენი დაწურეს, მჭადები დააცხვეს და საშემოდგომო მოსავალი დააბინავეს. მათ ასევე, ლექსები, ცეკვები და სიმღერებიც შეასრულეს.

პატარების აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, გურამ მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა №2 საბავშვო ბაგა-ბაღს ლიტერატურა, სათამაშოები, საბავშო და საოფისე სკამები გადასცეს.

გააზიარე