ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის უფასო ტესტირება გრძელდება

25 იანვარი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსზე, ანტიგენის  სწრაფი  მარტივი  ტესტით, მოსახლეობის  უფასო ტესტირება  გრძელდება.

დღეს, ტესტირება  ა(ა)იპ ქალაქ ახალციხის  სათნოების სახლის ბენეფიციარებს და დასაქმებულ პერსონალს ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ „სათნოების სახლის“ მომსახურებით 190- მდე ბენეფიციარი სარგებლობს, რომელთა უმეტესობა რისკის  ჯგუფს განეკუთვნება.

ტესტირებას  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წამომადგენლები , ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წლის 4 იანვრიდან   ახორცილებენ.

დაინტერესებულ პირებს  სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის ასევე, შეუძლიათ  მიმართონ შემდეგ დაწესებულებებს:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;

2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერაქლური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;

3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;

4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;

5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109.

გააზიარე