ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ!

10 ოქტომბერი, 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-16 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის’’ შექმნისა და თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის’’ თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ტატალაშვილის არჩევის შესახებ.
3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის- სკვერის სახელდების შესახებ.
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის- სკვერის სახელდების შესახებ.
7. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის თაობაზე.

 
გააზიარე