ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში

26 თებერვალი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები და კონსულტაცია გაიმართა სოფლებში თისელში, ტყემლანასა და აწყურში, სადაც თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე