ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მეორე შახტის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია გრძელდება

26 ივნისი, 2020

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ მეორე შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გააზიარე