ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

17 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1281-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა რკინა-ბეტონის ღარი, საკანალიზაციო ჭები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.

მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ვალეში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

გააზიარე