ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

10 მარტი, 2020

აქტიურად გრძელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები.

დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები ურავლის, ანდრიაწმინდის, სვირის, ელიაწმინდის, წყრუთისა და სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საბავშვო ბაღების, კულტურის სახლის, ბიბლიოთეკების, ამბულატორიების, ახალგაზრდული ცენტრების შენობები.

პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა.

გააზიარე