ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“

16 სექტემბერი, 2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში,  კონკურსი -  „სუფთა რეგიონი 2022“ მიმდინარეობს.

 

კონკურსის მიზანია ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირება და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

 

კონკურსი  ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს გამარჯვებულებს:

 

  • „სუფთა რეგიონი“
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“
  • „სუფთა ქალაქი“
  • „სუფთა სოფლი“ 
  • „სუფთა ქუჩა“
  • „ლამაზი ეზო“
  • „ლამაზი აივანი“ 
  • „ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
  • „ლურჯი ნაკადული“

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა   ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი მასალები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@greens.ge.

მუნიციპალიტეტში  საკონტაქტო პირია  შორენა ხმალაძე, ტელ: 591 41 16 40.

 

 

 

გააზიარე