ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კეცხოველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

16 ოქტომბერი, 2019

კეცხოველის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

სამუშაოები კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სამანქანო გზას, საფეხმავლო ბილიკებს, სანიაღვრე კოლექტორებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებსა და ლითონის ღობეებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 554 321 ლარით ფინანსდება.

გააზიარე