ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქართულ ჭიდაობაში მიხეილ იაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

17 ივლისი, 2021

ქალაქ ახალციხის სასპორტო სკოლაში, ქართულ ჭიდაობაში მიხეილ იაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა.

საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად მოჭიდავეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ქართული ჭიდაობის ჩემპიონატში სხვადასხვა წონით კატეგორიაში 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის ოფიციალურ გახსნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სამცხე-ჯავახეთი მხარის რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე დაესწრნენ. ხელმძღვანელი პირები მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

ზაზა მელიქიძემ აღნიშნა, რომ ქალაქ ახალციხეში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაციას.

ჩემპიონატი ტრადიციულად ყოველ წელს ახალციხეში იმართება. იგი ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ტარდება.

გააზიარე