ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა

15 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილესთან ვაჟა გაჩეჩილაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სოფლებში აწყურსა და ზიკილიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სოფელ აწყურში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება, სადაც გაკეთდება ტრიბუნა და დამონტაჟდება განათების ბოძები.

სოფელ ზიკილიაში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკვერში ეწყობა ფანჩატური, ატრაქციონი, ქვაფენილი, ბორდიურები, განათების ლამპიონები, მწვანე გაზონი. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები. სოფელში ასევე, შენდება ახალი სპორტული მოედანიც.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

 

გააზიარე