ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„იდეების კონკურსი“

1 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, 2019 წლიდან ახორციელებს ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამას, რომელიც რამდენიმე ქვეპროგრამას მოიცავს. მათ შორის, ერთ-ერთია „იდეების კონკურსი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნულ კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრების მენეჯერებთან და პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული ეტაპი პროექტების წერისა და მართვის სასწავლო Workshop-ს მოიცავს, მომდევნო ეტაპზე კი კონკურსის მონაწილეები თავიანთ იდეას პროექტად აქცევენ და სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ იდეების კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს და წაახალისოს არსებული ან ახლად შექმნილი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, გაზარდოს მათი მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წვლილი შეიტანოს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში, ბავშვთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფის გზით; ხელი შეუწყოს აღნიშნული ჯგუფების განვითარებას, რათა მათ უკეთ შეძლონ საქმიანობა ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის.

გააზიარე