ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

17 თებერვალი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, იყრება ტექნიკური მარილი.

ამ დროისათვის, ცენტრალურ და სოფლებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა თავისუფალია.

გააზიარე