ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გურამ მელიქიძე ონლაინ შეხვედრას დაესწრო

25 ივნისი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის შესახებ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა იაპონიის საელჩოს და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ასევე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობაზე იაპონიის სახელმწიფოსთან, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველწლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.v

გააზიარე