ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარდა

12 სექტემბერი, 2019

საქართველოს  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.

ნინო ლოლაძემ და ლაშა გოცირიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიული პირების წარმომადგენლებთან  გენდერული ბიუჯეტის არსზე, მის მიზანზე და ამოცანებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და საქართველოში გენდერულ ბიუჯეტირებაზე  ისაუბრეს.

ტრენინგის მიზანი,  მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად,  საბიუჯეტო პროცესის  დახვეწა იყო.

გააზიარე