ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია ახალციხეში

15 ოქტომბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია ჩატარდა, სადაც ახალციხელ მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს, ჩართულიყვნენ სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში,მიეღოთ მონაწილეობა დებატებში.

სესიის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართვა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის პროექტებსა და კონფერენციებში. ღონისძიება ახალციხის მერიის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა.

„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც დაარსებიდან, 1987 წლიდან, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი აზროვნებისა და დებატების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მათში ევროპული ღირებულებების გავრცელებას. ორგანიზაციის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულნი. საქართველო ამ ქსელს 2008 წლიდან შეუერთდა.

 

გააზიარე