ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნა

16 May, 2023

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული დრამატურგიის VII თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

თავისუფალი თეატრის წარმოდგენამ, „მხოლოდ ხუთი დღე“, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლი ირაკლი სოლომანაშვილის პიესის მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა თომა ათანელიშვილმა დადგა.

ფესტივალის გახსნას სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმართველობის, თეატრალური და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში, 15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ახალციხელ მაყურებელს მრავალფეროვან თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრების შესაძლებლობა აქვს. ფესტივალზე თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების თეატრალურ დასებთან ერთად, თურქეთიდან და მოლდავეთიდან ჩამოსული თეატრალური კოლექტივები წარსდგებიან.

+6

 

გააზიარე