ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დასაქმების ფორუმი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

29 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე რეგიონის სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორი,  საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბანკო და  მედია ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც  დასაქმების მაძიებელ სტუდენტებს თავიანთი შეთავაზებები გააცნეს.

ახალცხიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა,  დაინტერესებულ სტუდენტებს ამჟამად არსებული ვაკანსიების, სტაჟირების პროგრამის, საჯარო სამსახურში დასაქმებისათვის აუცილებელი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების  შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საუკეთესო დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიას, აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატი გადასცა.  

გააზიარე