ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

16 სექტემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გააზიარე