ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო

31 მარტი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის სასურსათო პაკეტების გადაცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს.

სასურსათო პაკეტები ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხის №5, №1 და №3 ბაგა-ბაღებმა მიიღეს. პატარებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული ბურღულეული, რძის პროდუქტები, პური, კვერცხი, კარაქი და ხილი გადაეცათ.

პროცესს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი.

კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.

 

გააზიარე