ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალიციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-18 სხდომა

28 დეკემბერი, 2018

დღეს, ახალიციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-18 სხდომა გაიმართა, სხდომაზე დეპუტატებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

საკრებულომ ცვლილებები შეიტანა:
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში.
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში.
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №36 განკარგულებაში.

დეპუტატებმა თანხმობა მისცეს:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’-ს (ს/კ 424069616) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით - იჯარის ფორმით გადაცემას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას.

აგრეთვე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა:

ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.

საკრებულომ მოისმინა და დადებითად შეაფასა მერიის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიში და ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულება.

გააზიარე