ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

12 აგვისტო, 2022

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, სადაც წარმოდგენილი იყო 12-ი აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ფოტოების ავტორი დინა ოგანოვაა, ხოლო ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილმა შექმნა. გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ ახალგაზრული საქმიანობის/შესაძლებლობების გამოფენას, ჩაერთნენ სამაგიდო თამაშებში და მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“.

დღესვე, ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრული ფორუმი მოეწყო. ახალგაზრდებმა დიალოგი გამართეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებთან. ფორუმს შეუერთდა კომპანია Body Shop, მათ ახალგზარდებს ინფრომაცია მიაწოდეს საგრანტო კონკურსთან დაკავშიდებით.

ღონისძიებას ესწრბოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნული დღე მიულოცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

საღამო ფერების ფესტივალითა და გალა კონცერტით დასრულდება. ღონისძიების სტუმრების განწყობაზე და დროის სასიამოვნოდ გატარებაზე მებო ნუცუბიძე, მასტერი, ნათია დუმბაძე და DJ ნატუკა ფოფხაძე იზრუნებენ.

ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

 

გააზიარე